თეგი: საჰაერო თავდაცვის სისტემები
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times
The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (M31 GMLRS) გაგზავნა დაამტკიცა. წყაროს ცნობით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (Himars) გადაცემას მოიცავს. სააგენტოს წყაროს თქმით, ორივე სისტემას შეუძლია, უკრაინელ სამხედროებს უფრო დიდი მობილურობა შესძინოს, ვიდრე M777 ჰაუბიცებს, რომლებსაც შეერთებული შტატები ჯერ კიდევ უგზავნის უკრაინას. გაურკვეველია, რამდენ ახალ სისტემას მიაწვდის შეერთებული შტატები უკრაინას, მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ახალი დახმარება უკრიანამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მიიღოს. შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს სულ მცირე დასჭირდებათ სულ მცირე სწავლება დასჭირდებათ. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.