თეგი: სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ

"საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ - სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს" – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება „იმედი მაქვს, იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა, რისი მიზეზიც ორი გადაწყვეტილება გახდა. კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.