თეგი: სვეტლანა ტიხანოვსკაია
სვეტლანა ტიხანოვსკაია: ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელორუსები აწყდებიან
ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისას აწყდებიან. „მოვუწოდე იმ ბელორუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ემიგრაციაშიც კი განიცდიან”, - დაწერა ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში. მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ირაკლი კობახიძე ირლანდიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეცხრე სამიტში მონაწილეობდა. ის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპის უსაფრთხოებასა და საქართველოს სატრანზიტო როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ერთადერთი სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა ასევე გამართა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთნ.