თეგი: სიკვდილმისჯილები

გაერო: ირანში 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 85 ბავშვი კი სიკვდილმისჯილია

მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე, ირანში, 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თიურქმა 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში, სიკვდილით დასჯილთა რაოდენობამ 400 ადამიანს გადააჭარბა. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ 2020 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 276 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 330. ფოლკერ თიურქმა დასძინა, რომ ამჟამად 85 ბავშვი სიკვდილმისჯილია და განაჩენის აღსრულებას ელოდება. მისივე თქმით, „წელს ორი ბავშვი სიკვდილით უკვე დასაჯეს“.