თეგი: სპციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორი ჯგუფურ ძალადობაში ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა,“ აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.