თეგი: სტრაიკერი
აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“ გაუგზავნოს - Bloomberg
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღესაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.