თეგი: სტრატეგიული მნიშვნელობა
სამხრეთის გაზის დერეფანმა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაამტკიცა - რუმინეთის პრეზიდენტი
სამხრეთის გაზის დერეფანმა (SGC) მისი ექსპლუატაციიდან გასული ორი წლის განმავლობაში, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოდ დაამტკიცა. სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას - ილჰამ ალიევი ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. „ეს დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ამ დროს, როდესაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მკვეთრად შეცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ამ ფონზე ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა გადადეგეს გადამწყვეტი ნაბიჯები გაზის არასანდო წყაროებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შესამცირებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. მისივე თქმით, ევროპის ენერგეტიკულ კითხვებზე პასუხები მოითხოვს სოლიდარობას, რეგიონულ თანამშრომლობასა და წყაროებისა და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას. „ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსახიერებულია პროექტებში, როგორიცაა სამხრეთ გაზის დერეფანი. 2022 წელს ჩვენ ყველანი ვდგებით უპრეცედენტო ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე: გაზის დეფიციტი ან ხელმისაწვდომი გაზის მიწოდების ნაკლებობა, ფასების მერყეობა, ბაზრის ტურბულენტობა. ამ გამოწვევებმა მოითხოვა ყოვლისმომცველი პოლიტიკა და მარეგულირებელი ცვლილებები. სამხრეთის გაზის დერეფნით მიწოდებული აზერბაიჯანული გაზი რეგიონის მრავალი სახელმწიფოსთვის დაზღვევის საშუალება გახდა“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.