თეგი: სტრატეგიული პარტრნიორობა
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“ განცხადებას ავრცელებს. ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს. „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა