თეგი: სუპერთასი
რუსეთს უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა რუსეთს 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ყაზანში არ გაიმართება, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 25 იანვარს მიიღო. ყაზანის ნაცვლად შეხვედრა ათენში 16 აგვისტოს გაიმართება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უეფამ რუსულ კლუბებს ევროპაში მატჩების გამართვის უფლება გაურკვეველი ვადით შეუჩერა. ამის გამო RFU-მ აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში გადასვლის ვარიანტი განიხილა, მაგრამ საბოლოოდ უეფასთან რუსეთის გუნდების ევროტურნირებზე დაბრუნებაზე კონსულტაციების დაწყება გადაწყდა. პირველი შეხვედრა 24 იანვარს შედგა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო ეს მატჩიც გადაიდო. რუსეთში ჯერჯერობით უეფას სუპერთასის მატჩები არ ჩატარებულა.