თეგი: ტაივანის პრეზიდენტი
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია ნენსი პელოსის თქმით, ამერიკა არასდროს დავივიწყებს ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. „დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია - სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა პელოსიმ. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები