თეგი: ტელეარხები
მოლდოვამ ექვს პრორუსულ ტელეარხს ლიცენზია შეუჩერა
მოლდოვის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში ექვს ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ამის მიზეზია მოლდოვის მოვლენებისა და უკრაინის ომის გაშუქებისას არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ, საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. „უკრაინის ომის თითქმის 300 დღის განმავლობაში, მოლდოვაში პროპაგანდა არ შეწყვეტილა, არამედ გაძლიერდა. იმ ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საინფორმაციო ომიც, ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა დავიცვათ მოქალაქეები და ქვეყანა“, - აღნიშნა გავრილოვამ. მისივე თქმით, ტელეარხებმა Primul în Moldova-მ, RTR Moldova-მ, Accent TV-მ, NTV Moldova-მ, TV6-მა და Orhei TV-იმ „სერიოზულად და არაერთხელ დაარღვიეს აუდიოვიზუალური სერვისების კოდექსი, მიკერძოებულად და მანიპულაციურად ასახავდნენ მოლდოვის მოვლენებსა და უკრაინაში ომს“.