თეგი: ტერორისტული აქტი

დიუსელდორფში, ტერორისტული საფრთხის გამო, საშობაო ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა

დიუსელდორფში, ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობის ევაკუაცია ტერორისტული საფრთხის გამო განხორციელდა. ამის შესახებ Bild-ი წერს.  ქალაქის ცენტრი გარშემორტყმული იყო პოლიციის კორდონებით, რის გამოც წვდომა მხოლოდ გარკვეულ ქუჩებზე იყო შესაძლებელი.  პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაუდებელი ზომები დაკავშირებულია „აბსტრაქტულ საფრთხესთან“. Bild-მა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ დაუდგენელმა პირი, სავარაუდოდ, მერიის წინ გამართულ ბაზრობაზე ხალხის ბრბოში სატვირთო მანქანის შეჭრით დაიმუქრა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბერლინში მომხდარი ტერაქტის დროს, როდესაც თავდამსხმელი საშობაო ბაზრობაზე ხალხში სატვირთო მანქანით შეიჭრა, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტერორისტიც. 2020 წელს, საეჭვო პაკეტების გამო, ბერლინის ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა.