თეგი: ტოპ მენეჯერი

რუსეთში, გაურკვეველ ვითარებაში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციაში „შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის“ საავიაციო ინდუსტრიის მმართველი დირექტორი ივან პეჩორინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. შემთხვევეა რუსკის კუნძულთან მოხდა. რუსი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს რუსული მედიის ცნობით, პეჩორინი შაბათს საღამოს, 10 სექტემბერს, კონცხ იგნატიევთან ახლოს დაიღუპა. რუსეთის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, ის სავარაუდოდ სწრაფად მოძრავი კატერიდან გადმოვარდა.   აღსანიშნავია, რომ პეჩორინმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც ვლადივასტოკში 5-8 სექტემბერს გაიმართა.  პირველ სექტემბერს „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის რავილ მაგანოვის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ის მოსკოვში კლინიკის ფანჯრიდან გადმოვარდა.