თეგი: ტრანსკასპიური რეგიონი
USAID-ი ტრანსკასპიურ რეგიონში საერთო სატრანზიტო სივრცის შექმნას მხარს დაუჭერს
ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნებს USAID-ი ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რათა რეგიონის მასშტაბით, საერთო სატრანზიტო სივრცე შეიქმნას. ამის შესახებ USAID-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აზერბაიჯაულ Trend-ს განუცხადა. საბაჟო სამსახურის 40-ზე მეტი წარმომადგენელი და ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სატრანსპორტო პოლიტიკის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებისგან შემდგარი დელეგაცია, ასევე ცენტრალური აზიის სატრანსპორტო და ლოგისტიკის პარტნიორობის წევრები, კასპიის ზღვის პორტებს (ალიატი და კურიკი) და ბათუმის პორტს ეწვივნენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობოთ, დელეგაციამ თითოეული პორტის საფასო პოლიტიკა შეისწავლა. მისიის მიზანი იყო ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო ოპერატორებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და პორტების ადმინისტრაციას, კერძო სექტორის კომპანიებსა და საბაჟო სააგენტოებს შორის დიალოგის გაუმჯობესება. „დელეგაცია გაეცნო კასპიის და შავი ზღვის საზღვაო პორტებით სატრანზიტო მიმოსვლის გაზრდის შესაძლებლობებს და პორტის კანონმდებლობას, რეგულაციას და ტარიფებს. მისია გამოავლენს ხარვეზებს და რეკომენდაციას გაუწევს პროცედურების გამარტივებას ცენტრალური აზიის პორტებში“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.