თეგი: ტრანს-ავღანური დერეფანი

ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს შექმნიან

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს ააშენებენ. ყაზახური მედიის ცნობით, ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიაზე, შემდეგ - ავღანეთში, მათ შორის - პაკისტანის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეზე წვდომით. თოყაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დოკუმენტს, ორ მემორანდუმს და ორ მთავრობათაშორის შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში. ხელშეკრულებები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვებში სანებართვო სისტემის გაუქმებას. ორივე ქვეყანა ასევე განავითარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. ასევე წაიკითხეთ: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს