თეგი: ტუმსო აბდურახმანოვი
მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება. შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი შვედეთში 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მისი [აბდურახმანოვის] გარდაცვალებას, ხოლო მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ტელეგრამის არხის განცხადებაში. როგორც ოპოზიციური მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და მოპოვებული ცნობებით დასტურდება მისი გარდაცვალება. აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.