თეგი: ტყემალი
„აჯიკა” და ტყემალი “ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს იძენს - საქპატენტი
საქპატენტის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს „ტყემალი“ და "აჯიკა" დაემატება. მათივე ცნობით, გეოგრაფიული აღნიშვნა ტყემლის რეგისტრაციის პროცედურა „საქპატენტში“ ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებთან ერთად სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში 10 ივნისს გამოქვეყნდება. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს. საქპატენტის ინფორმაციით, ტყემლის გარდა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს „აჯიკაც” იძენს. „აჯიკისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ,- ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.