თეგი: უკრაინის დამცველთა დღე
დღეს უკრაინის დამცველთა დღეა
14 ოქტომბერს, უკრაინელები უკრაინის დამცველთა დღეს აღნიშნავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ეს დღე მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება დავაჩქაროთ „თქვენ იბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ყველა მომავალი თაობისთვის. გმირები... ჩვენი დამცველები", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის დამცველთა დღე არის სახალხო დღესასწაული, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ოფიციალურად დაარსდა 2014 წლის 14 ოქტომბერს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელწოდებით „უკრაინის დამცველის დღე". 2021 წლის 12 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ დღესასწაულს უკრაინის დამცველთა დღე დაარქვა. „ამ ეროვნული დღესასწაულის აუცილებლობა გამძაფრდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შეიარაღებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. საზოგადოებას და სახელმწიფოს ღირსეული პატივისცემა უნდა გამოეჩინა ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო სიმამაცისა და ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის გაწირული ასობით სიცოცხლისთვის“, - წერს უკრაინული მედია.