თეგი: უკრაინის თავდაცვის მინისტრი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის
უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. „მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია. უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
„რამშტაინის” ფორმატში უკრაინის საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება
უკრაინის პარტნიორები დღეს „რამშტაინის” ფორმატში მორიგ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. მინისტრის თქმით, გუშინ ის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენთან ერთად, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებს ეწვია, სადაც “რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.