თეგი: უკრაინის პროკურატურა

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინამ დაზარალებულად ოფიციალურად ცნო

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ საპატიმროში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე დაზარალებულად ოფიციალურად ცნო. ლუდმილა დენისოვას თქმით, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ არამართებული ქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით მოხდა. მანამდე, ლუდმილა დენისოვამ „საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო მიმართა“. უკრაინის პროკურატურის მიერ, დაახლოებით თვენახევრიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უკრაინელი სამართალდამცველები თავიანთი ქართველი კოლეგების მიერ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს იკვლევენ. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტი 19 ნოემბერს შეწყვიტა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

უკრაინის პროკურატურა: რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 468 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ კიევის მიმდებარე ახლად გათავისუფლებულ ქალაქებს „წამებული რეგიონები“ უწოდა. „რუსეთი იქნება პასუხისმგებელი ბუჩაზე ჰააგაში“, - განაცხადა ვენედიქტოვამ. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მდივნი: აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული