თეგი: უკრაინული თვითმფრინავი

2020 წელს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, ირანის სასამართლომ 10 ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა

ირანის სასამართლომ 10 ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე. France24-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan Online წერს. კიევისკენ მიმავალი რეისი PS752 2020 წლის 8 იანვარს ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა. Mizan Online-ის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის მეთაურს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენ ცხრა ჯარისკაცს კი, ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და არა განზრახ. სასამართლოს თანახმად, მეთაურის მოქმედება, რომელსაც თვითმფრინავის ჩამოგდება მოყვა, „გამოწვეული იყო მისი ვითარებაში გაურკვევლობით და არასწორი რწმენით, რომ აღმოჩენილი სამიზნე მტრული იყო".  ტრაგედიის მსხვერპლთა უმეტესობა კანადელი და ირანელი, 11 კი, უკრაინელი იყო.