თეგი: უკრინა
ოლაფ შოლცი: გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს
გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, შოლცმა უპასუხა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება