თეგი: უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი
ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა
საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის წევრმა "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. ჯაფარიძემ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა, რის გამოც მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და იმ დღესთან პარალელი გაავლო. "მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება - სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება პულტები", - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება.