თეგი: უცხოური ინვესტიციები
საქსტატი: 2021 წელს საქართველოში 1 241,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტია. "2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0 პროცენტი შეადგინა. 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი არიან. „ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
საქსტატი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში $351.8 მილიონი შეადგინა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 პროცენტით განისაზღვრა. "2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია – 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი). 2022 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის იანვარ-მარტში 13,7%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IVკვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება. „2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 %) ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1%-ს შეადგენს. 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7%)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წელს 24%-ით შემცირდა - საქსტატი
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. საქსტატის განმარტებით, 24%-იანი კლების ძირითადი მიზეზი სავალო ვალდებულებების შემცირებაა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში $1594,7 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, 503,2 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ 2022 წელს, უცხოური ინვესტიციების კუთხით ეს არის საუკეთესო მონაცემები, ბოლო 6 წლის განმავლობაში. გასულ წელს საქართველოს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო: გაერთიანებული სამეფო (24,6%), ნიდერლანდი (22,6%) და თურქეთი (10,6%). ყველაზე დიდი თანხა, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39,5 პროცენტი, ჩაიდო ($630,1 მლნ) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი ($291,7 მლნ - 18,3%), მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი ($138,2 მლნ - 8,7%).