თეგი: უცხოური მედია
საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული - ზურაბიშვილი
უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - კობახიძე როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს. „მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული”,- აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტაცია განცხადებაში. ცნობისთვის, CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“. თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.