თეგი: ფარული მობილიზაცია

მედია: ლუკაშენკო ფარულ მობილიზაციას ახორციელებს

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, ბელორუსში სამხედრო ნაწილების საბრძოლო მასალის მომარაგების საფარქვეშ, ფარული მობილიზაცია განახორციელოს. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა „მობილიზაცია ჩატარდება საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა და სამხედრო სამსახურის სასწავლო ბანაკებში“, - წერს მედია.  პირველ ეტაპზე სამხედრო ნაწილები სოფლის მოსახლეობიდან დაკომპლექტდება. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „2000-მდე ადამიანის მობილიზაცია მიუთითებს ცალკეული დანაყოფების დამატებით დაკომპლექტებაზე, რომლებიც ვიწრო საბრძოლო მისიებისთვის იქნება განკუთვნილი. მაგალითად, არტილერიისთვის,” - განუცხადა ბელორუსის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა უკრაინულ მედიას.  გამოცემის ანონიმური თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ თუ მობილიზებულთა რაოდენობა ხუთ ათასს გადააჭარბებს, „ეს რომელიმე მიმართულებით დამრტყმელი ძალის შექმნაზე მიანიშნებს, თუ 10 000-ს გადააჭარბებს, რამდენიმე ჯგუფი იქნება", - აცხადებს ანონიმური წყარო.  ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა