თეგი: ფარული ჩანაწერი
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ფარული ჩანაწერები დაგმო
მსჯავდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულ ჩანაწერებს გმობს. „არ იცოდა, მე მოვუყევი. გაუკვირდა, აღშფოთდა და თქვა: „რა დროს ჩანაწერებია. ამის დრო ახლა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდება“. მოკლედ, დაგმო. ძალიან აღშფოთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვა რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ამის დრო არ არის და ყველამ ამას დაანებოს თავი და ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს სააკაშვილი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უცენზურო სიტყვებით საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.