თეგი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე
სამაშველო ვერტმფრენები ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
"სამაშველო ვერტმფრენები, რომლის შესყიდვაც ხდება, ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე განმარტა, ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარით იზრდება. „ამ ვერტმფრენების მოწოდება მომდევნო წელს იქნება, ეს არის, როგორც სამაშველო ისე სახანძრო. ექნება სრული ეკიპირება - სამაშველო და სახანძრო ფუნქცია. საჭიროება გაცილებით მეტია, შეიძლება თვითმფრინავებიც გვჭირდებოდეს და დამატებით სახანძრო მანქანებიც და არამხოლოდ სახანძრო, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი საჭიროებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რა შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება - ჯუანშერ ბურჭულაძე
„ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. "უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას," - განაცხადა კაკაურიძემ. ინფორმაციისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.