თეგი: ფრჩხილის ლაქი
ევროკავშირში, TPO-ს შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება აიკრძალა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში TPO-ს (ტრიმეთილბენზოილი და დიფენილფოსფორინის) კერძოდ, კარცინოგენების შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება აიკრძალა. TPO ეხმარება ფრჩხილის ლაქს გრძელვადიანი ეფექტის შენარჩუნებასა და ულტრაიისფერი სხივური პროცედურისას სწრაფ გამაგრებაში ეხმარება. ევროკავშირი მას ახლა ტოქკიკურ ნივთიებას უწოდებს. New York Times-ის ინფორმაციით, TPO-ზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ კავშირს ნივთიერების მოხმარების გრძელვადიან ეფექტებთან და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებთან მიმართებით, თუმცა მასთან ხშირმა და ხანგრძლივმა კონტაქტმა, მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგებმა, მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების პრობლემები აჩვენა. ამდენად, ნებისმიერი TPO შემცველი პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ მარაგშია, ბაზრიდან უნდა ამოიღონ და TPO შემცველი ახალი პროდუქტები ბაზარზე არ უნდა განთავსდეს. მსგავსი შეზღუდვები, გაერთიანებულ სამეფოში სავარაუდოდ, მომავალ წელს ამოქმედდება, მაგრამ TPO შეერთებულ შტატებში, კოსმეტიკურ პროდუქტებში კვლავ რჩება, თუმცა „კანონდარღვევაა ისეთი ინგრედიენტის გამოყენება, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებს დანიშნულებისამებრ გამოყენებისას მავნეს ხდის. კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლებს იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოებასა და ეტიკეტირებაზე.