თეგი: ფქვილის ფასი
ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა
"ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა - ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა", - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. „მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით. ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია", - განაცხადა სილაგავამ "ინტერპრესნიუსთან". ასევე წაიკითხეთ: რატომ გაძვირდა პური - საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება ერთ წელიწადში პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - საქსტატი