თეგი: ქართველი მესაზღვრეები
ბათუმელი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში დრონებით თავდასხმის დროს იყვნენ, საქართველოში ბრუნდებიან
ქართველი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში, დონეცკის ოლქში, კერძოდ კი, რენეს პორტში დრონებით დაბომბვის დროს მალტურ გემზე იყვნენ, უსაფრთხოდ არიან. სააგენტოს განმარტებით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ქართველი მეზღვაურები უკვე ბულგარეთის ტერიტორიაზე არიან და თურქეთის გავლით დაბრუნდებიან საქართველოში. 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შედეგ, რუსეთის იერიშების სამიზნედ სახლებისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, პორტები და ნავმისადგომები იქცა. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის