თეგი: ქარიშხალი იანი
ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს
ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს. ამასთან, ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს. "სტიქია უკვე აყენებს სერიოზულ ზიანს შტატის ინფრასტრუქტურას, მაქსიმუმს აღწევს წყლის დონე, ნეიფლსისა და ფორტ მეიერსის დასახლებები კი დაიტბორა. გაუქმებულია 2000-მდე ავიარეისი", - განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა. როგორც ცნობილია, ქარიშხილის გამო, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.