თეგი: ქველმოქმედება
ნობელის პრემიის რუსმა ლაურეატმა თავისი მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე $100 მილიონად გაყიდა
2021 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა თავისი მედალი აუქციონზე გაიტანა, მთელი შემოსავალი კი, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის შეაგროვა. მედლის ღირებულება $103.5 იყო. Heritage Auctions-მა Twitter-ზე დაწერა, რომ მურატოვმა 2021 წლის ნობელის პრემია აუქციონზე UNICEF-ის ბავშვთა ლტოლვილთა ფონდის სასარგებლოდ გაიტანა და 103 500 000 დოლარად გაიყიდა. Heritage Auctions-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნობელის ინსტიტუტის დირექტორმა ოლავ ნიოლშტადმა აუქციონს მხარი დაუჭირა და მას „ჰუმანიტარულობის დიდსულოვანი აქტი“ უწოდა. მურატოვი რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსის, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორია. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ორგანიზაციის ცნობით, მურატოვმა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაც გააკრიტიკა.