თეგი: ყარსი
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
დღეს ყარსიდან ბაქოში საქონლის რკინიგზით მიტანის დრო 70 საათია. აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთის მიწოდების დროის შემცირება. ამის შესახებ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა ტურაგაიმ განაცხადა. ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა „ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობა არ არის მაღალი, თუმცა ეს ვაჭრობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის შესაძლებლობებს. მსოფლიო ვაჭრობა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც სატრანზიტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს“, - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.