თეგი: შესვლა

ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა აიკრძალა

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ.  განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს ამასთან, განკარგულება ასევე საქართველოს საზღვართან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს.  გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. რა ვითარებაა ლარსთან - შსს განცხადებას ავრცელებს 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.