თეგი: შვი ზღვა
ზელენსკი: შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს მალავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა, რომ რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შავ ზღვაში ახლა ინიციატივა უკრაინას აქვს და "დაბნეული მტერი ცდილობს, მისი საბრძოლო გემები დამალოს." ზელენსკიმ განმარტა, რომ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა შესაძლებელია, რაც საზღვაო საექსპორტო დერეფნების ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. „პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა - უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია, შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს," - აღნიშნა ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეა 13 ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, ბულგარეთს, სომხეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.
აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობის ერთგულია, რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს ვახორციელებთ - თავდაცვის მდივნის თანაშემწე
24 იანვარს, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კრიტიკული გამოწვევების განსახილველად, აშშ-ში ექსპერტები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები კონფერენციაზე შეიკრიბნენ. Europetime დისკუსიის მონაწილეთა ხედვით დაინტერესდა და რამდენიმე აქტორის გამოსვლას გაეცნო. დისკუსიის მონაწილეთა შორის იყო ამერიკელი მაღალჩინოსანი. „სტრატეგიულად, შავი ზღვა შუა დერეფნის ერთი ნაწილია, რომელიც ეხმარება სამხრეთ კავკასიას და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ისინი ახდენენ თავიანთი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ინარჩუნებენ ღია გზას დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისთვის,“განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ უოლენდერმა კონფერენციაზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უოლენდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ანიჭებენ აშშ მთავრობა და მისი მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონს პრიორიტეტს და უკრაინის მხარდაჭერას. მან ასევე განიხილა შეერთებული შტატების კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება რეგიონს, „დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და გაუმკლავდეს რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამოწმვევ ქმედებებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.“ მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „რუსეთმა გამოიყენა შავი ზღვა... საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის მთელ რეგიონში, რამაც უფრო ფართო გლობალური შედეგები მოიტანა.“ თუმცა, მდივნის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში, შეერთებული შტატების, NATO- მოკავშირეების და თანამოაზრე პარტნიორებისგან ურყევი მხარდაჭერით" სარგებლობს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაზე მრავალმხრივი მიდგომით, რათა გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის პარტნიორების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. შეერთებული შტატების პრიორიტეტია, „გააძლიეროს საზღვაო და ... ინტეგრირებული თავდაცვითი შესაძლებლობები, მათ შორის, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, რომელსაც შეუძლია, თავის მხრივ, გააძლიეროს ინტეგრირებული შეკავება.“ „ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას უსაფრთხოების დახმარების პროგრამებში. [შეერთებულმა შტატებისთვის] პრიორიტეტულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული და მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ჩვენ მიერ მიწოდებული სისტემები, მათ შორის, NASAMS-ის სისტემები უკრაინას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, მისი ელექტრო ქსელები, ენერგეტიკული სისტემები და უკრაინის პორტები.“ „შეერთებული შტატების სტრატეგია უნდა გვარწმუნებდეს, რომ შავი ზღვა არ გახდება "რუსეთის ტბა." პრაქტიკული ნაბიჯები კომერციული წვდომის შესანარჩუნებლად და რეგიონულ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გასაუმჯობესებლად, არამხოლოდ ეხმარება NATO-ს, არამედ, ინარჩუნებს თანამშრომლობის გზას ჩვენს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის [სხვა] ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკური საარსებო წყაროს დასაცავად, უფრო უსაფრთხო შავ ზღვაზე ამახვილებენ ყურადღებას,“ - აღნიშნა უოლენდერმა. მან რეგიონული კავშირებისა და თანამშრომლობის წახალისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, კოორდინაციის გაძლიერება „არამარტო დაეყრდნობა უკრაინის არსებულ და საკმაოდ წარმატებულ ძალისხმევას, რათა რუსეთი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს არ გადასცეს, არამედ, გააძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს და მის შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი ეკონომიკა მომდევნო წლებში.“ „საქართველოში შეერთებული შტატები თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ერთგული რჩება და ახორციელებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს,“ - აღნიშნა უოლენდერმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილულ თემებს შორის, სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებაც იყო. ეს არის დერეფანი, რომლითაც გაზი კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიეწოდება. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამწლიანმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და დაგეგმარებამ, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, თურქეთის პოზიციონირება გამოიწვია, როგორც გაზის რეგიონული მიმწოდებლის ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან შეთანხმებების საფუძველზე. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იგრძნობა თურქეთის ბუნებრივი გაზის იმპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რაც ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით. საუბარი ასევე შეეხო ამ დერეფნის გავლით გაზის მიწოდების გაზრდის პოტენციალს. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ გაზის დერეფნის სრული ფუნქციონირების მნიშვნელობა. პარტნიორები 2027 წლისთვის დერეფნის გავლით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის გაორმაგების ძალისხმევაში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც პოზიტიურ განვითარებად მიიჩნიეს. ეს ინიციატივები ემთხვევა უფრო ფართო სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულების თანდათან შემცირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ყურადღება მიიპყრო შავ ზღვაში საზღვაო ბურღვის ოპერაციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთის და რუმინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისას. ეს მცდელობები ასახავს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას