თეგი: ჩარლზ ფინი

მილიარდერი ჩარლზ ფინი, რომელმაც ქველმოქმედებას 8 მილიარდი დოლარი შესწირა, გარდაიცვალა

ამერიკელი მილიარდერი ჩარლზ "ჩაკ" ფინი, მეწარმე და ინვესტორი, რომელმაც მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა და შემდეგ ეს ყველაფერი ქველმოქმედებას მოახმარა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფინიმ თავისი ქონება დიდი ნაწილი მას შემდეგ დააგროვა, რაც 1960 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ერთად დააარსა Duty Free Shoppers - მომავალში საცალო გაყიდვების გიგანტი. ფინიმ თავისი ქონება დიდი ნაწილი მას შემდეგ დააგროვა, რაც 1960 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ჯგუფელებთან ერთად დააარსა Duty Free Shoppers-ი - მომავალში საცალო გაყიდვების გიგანტი. შემოწირულობებით მხარი დაუჭირეს განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და სხვა. საქველმოქმედო ფონდი Atlantic Philanthropies-ი 2020 წელს დაიხურა მას შემდეგ, რაც მილიარდერის ფონდმა მისია შეასრულა. საერთო ჯამში, Atlantic Philanthropies-მა 8 მილიარდი გაიღო ხუთი კონტინენტისთვის - მათი დიდი ნაწილიც ანონიმურად დაიხარჯა, ამბობენ ფონდში. „გაცემა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ცოცხალი ხარ, ვიდრე „გაცემა“, როცა მკვდარი ხარ,"- ამბობდა მილიარდერი  მას ეკუთვნოდა იდეა - „გაეცი, სანამ ცოცხალი ხარ“, რაც სხვა მილიარდერებისთვისაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ჩარლზ ფინი გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში, სადაც ნაქირავებ ბინაში მოკრძალებულად ცხოვრობდა. ათწლეულების განმავლობაში ფინი სხვადასხვა მდიდრული რეზიდენციების მფლობელი გახდა ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ჰონოლულუში, სან-ფრანცისკოში, კოლორადოსა და საფრანგეთის რივიერაზე, თუმცა, როდესაც 50 წელი შეუსრუდა, მილიარდერი სიმდიდრის მნიშვნელობაზე დაფიქრდა - გადაწყვიტა, დაებრუნებინა ის მარტივი ფასეულობები, რომლებიც ნიუ ჯერსის მოკრძალებულ კათოლიკურ და მუშათა კლასის ოჯახში შეიძინა. მისი Facebook პროფილის აღწერილობაში წერია: „ჩემი მიზანია გაცემა, ვიდრე ცოცხალი ვარ.“ ფინმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრების წესი: დაიწყო მხოლოდ 10-დოლარიანი საათის ტარება, უარი თქვა მდიდრების წრეზე და ლიმუზინს მეტრო ამჯობინა. იმავდროულად, გადაწყვიტა, დაეწყო ფულის ანონიმურად, ქველმოქმედების მიზნით ხარჯვა. ფინის ფარული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მხოლოდ 1997 წელს გახდა ცნობილი, და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი იმპერიის გაყიდვამ Louis Vuitton Moët Hennessy-ზე, გარკვეული სამართლებრივი მექანიზმები მოითხოვა, რაც მას აღარ აძლევდა უფლებას, ანონიმურად ემოქმედა.