თეგი: ჩარლზ ჯეი კორმიერი
„მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ, საქონლის წარმოების კერა
„დაკავშირებადობის შესახებ საუბარი ძალიან დროულია და კარგია, რომ საქართველომ იპოვა თავისი როლი. „დაკავშირებადობა“ აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს და ქვეყნებს“, - განაცხადა „მსოფლიო ბანკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ ჯეი კორმიერმა, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ სადისკუსიო პანელში - “Meaningful Connectivity Enabler for Global Growth“ მონაწილეობდა. ჩარლზ ჯეი კორმიერის თქმით, დაკავშირებადობა არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეფექტური ვაჭრობისთვის. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და შეუძლია განავითაროს ახალ ბაზრებზე გასვლა. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპასთან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. „ამ ფორუმის კიდევ ერთი მთავარი დღის წესრიგია დიგიტალიზაცია, მას აქვს უზარმაზარი ტრანსფორმაციის პოტენციალი რეგიონისთვის და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, დიგიტალიზაციაზე წვდომა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და განავითარებს ინოვაციებს. ამ დერეფნის განვითარება ნიშნავს წარმოების განვითარებას. ამრიგად, ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის კაბელის პროექტზე, უნდა გავუწიოთ სრული ტექნიკური დახმარება და უზრუნველვყოთ, რომ პროექტს ჰქონდეს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ზღვის ფსკერი მდგომარეობის სწორი შეფასება, დავრწმუნდეთ, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ბაზარზე გასატანად,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმ დირექტორმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.