თეგი: ჩეჩენი ბლოგერი
ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და მფარველობის ქვეშაა - იჩქერიის დევნილი მთავრობა
იჩქერიის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი, რომელიც რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშაა. ინფორმაციას რადიო „თავისუფლების“ პროექტი „კავკაზ.რეალი“ ავრცელებს. მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს „იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ფლობს, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშაა", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა. ის "ინფორმაციის საკუთარ წყაროებს" დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იცავს აბდურახმანოვს პოლიცია. მანვე უარყო ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია „გროზნოს“ დირექტორის სიტყვები, ბლოგერის სავარაუდო სიკვდილში დევნილობაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის შესაძლო მონაწილეობაზე. შვედეთის პოლიცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. 5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინებოდა. აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.