თეგი: ჩეხეთის პარლამენტი

ზელენსკი ჩეხეთის პარლამენტს: რუსეთი მხოლოდ უკრინაში შეჭრით არ დაკმაყოფილდება, ამიტომ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხეთის პარლამენტს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებაში ჩეხეთი ლიდერთა შორის იქნება. ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული რეკონსტრუქციის გეგმისა და ევროპის რეკონსტრუქციის პლატფორმის სრული სინქრონიზაცია უნდა იყოს მოხდეს, რათა პროექტი რაც შეიძლება ეფექტიანად და სწრაფად განხორციელდეს. „მე მჯერა, რომ ჩეხეთი იქნება ჩვენი დროის უდიდესი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტის - უკრაინის რეკონსტრუქციის - განხორციელების ლიდერთა შორის. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, აჩვენოს ევროპის მთელი ძალა - ტექნოლოგიური, ინსტიტუციური, შემოქმედებითი“, - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, ჩეხეთის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია.  „ამიტომ, უკრაინამ ყველაფერი უნდა მიიღოს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს“, - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკას ამ დრომდე გაწეული დახმარებისთვის, ამავე დროს, მოუწოდა დასავლეთს, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, იყავით ჩვენთან ერთად“, - მიმართა ზელენსკიმ დეპუტატებს, რომლებიც მას ტაშით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდე სანქციები გაამკაცროს და მეშვიდე პაკეტი მიიღოს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.