თეგი: ჩრდილოეთის ნაკადი1
„გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა
რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ აცხადებს. ამის შეახებ რუსული მედია გაზის კონცერნზე დაყრდნობით წერს. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ტურბინის ექსპლუატაცია შეჩერებულია კაპიტალური რემონტის საჭიროების გამო, ძრავის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, - აცხადებენ გაზპრომში. 27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა. 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.