თეგი: ჩრდილოთე კორეა

ჩრდილოეთ კორეა უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოეხმაურა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოეხმაურა. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა „უკრაინას არ აქვს უფლება, დააყენოს სუვერენიტეტის საკითხები, მას შემდეგ, რაც ოფიციალური კიევი შეუერთდა შეერთებული შტატების უსამართლო და უკანონო ქმედებებს, რომლებმაც ოფიციალური ფხენიანის სუვერენიტეტი დაარღვიეს“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნავენ, რომ მათი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები არის „თავდაცვის საშუალება“ და აშშ-ს „მტრული პოლიტიკის“ გატარებაში ადანაშაულებენ. „ჩვენ განვაგრძობთ მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას და განვითარებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს და დადებითად გვექცევიან სუვერენული თანასწორობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.