თეგი: წალკა
წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით შესაძლოა, გინესის რეკორდებში მოხვდეს
წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდებში მოხვდება, – ამის შესახებ წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსხვავებულადვე ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. „240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში“, - განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა. ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ინვესტორები ისრაელიდან. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.
წალკასთან მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა. "მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირი, რომელმაც წალკაში ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია - შსს
წალკაში ძაღლის იარაღით მოკვლის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი, გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პირი, რომელმაც წალკაში ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია - შსს როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს, წალკაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წალკასთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სიესმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56კმ-ში ქალაქ წალკასთან, სოფელი სალამალეიქი იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.