თეგი: ხარკოვის რეგიონი

უკრაინა: ხარკოვის რეგიონში, რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად, მედიკოსები დაიღუპნენ

ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას ოთხი ჯანდაცვის მუშაკი დაიღუპა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა გააკეთა. მისივე განცხადებით, „ოკუპანტები უმოწყალო ტერორს ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. „ხარკოვის რეგიონის სოფელ სტრილეჩეში, მედიკოსები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ევაკუაციას ცდილობდნენ. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური ცეცხლი გახსნეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა ჯანდაცვის 4 მუშაკი და დაშავდა ორი პაციენტი“, - წერს სინიეჰუბოვი. 30 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ საერთო ჯამში ამ დაწესებულებაში 600-ზე მეტი პაციენტია. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.