თეგი: ხმაური
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილება შს სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ზემოთ აღნიშნულია გარდა, პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება – 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროექტის ინიცირება, 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ასევე წაიკითხეთ: დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისას 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული
ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება
თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მიმართავს. თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა. „რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება
დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით დღეს, 28 სექტემბერს განიხილეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა დაწესებულებების მფლობელებს ურჩევნიათ, დაეკისროთ სანქცია (მისი სიმცირის გამო), ვიდრე აღმოფხვრან პრობლემა. პარტია „ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა სამართალდარღვევის პირველად ჩადენის გამო მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, არ ხდება პრობლემის გამოსწორება. ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაში დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ); ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება; თუ მესამედ დაარღვევს ადამიანი ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას ჯარიმა 1000 ლარი იქნება, ორგანიზაციის შემთხვევაში - 10 000 ლარი.