თეგი: ხორბლის ფასი
ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს
ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა, შესაბამისად ვაკვირდებით პროცესებს, რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია ამასთან, შამუგიამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია. „იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად. ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.