თეგი: ჯაბა ხოფერია
ჯაბა გოლიათი - უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე kyivpost-ი სტატიას აქვეყნებს
ჯამბულათ ხოფერია, ცნობილი, როგორც ჯაბა გოლიათი, იყო სიცოცხლისმოყვარე, ძლიერი, ენერგიული და იუმორით სავსე, - წერს გამოცემა kyivpost-ი ქართველი მებრძოლისადმი მიძღვნილ სტატიაში. უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს სპორტსმენი, რომელიც შემდეგ მებრძოლი გახდა, უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე რამდენი დღით ადრე ჩამოვიდა. ჯამბულათი, იგივე ჯაბა 25 წლის იყო. ის ძალოსნობაში შეჯიბრისთვის ემზადებოდა, რომელიც კიევში იმართებოდა. თუმცა შემდეგ, ის უკრაინის არმიის მოხალისე გახდა. კიევზე, რუსეთის ძალების შეტევის პირველ დღეს, მირო ვანიძესთან ერთდ, რომელიც ასევე სპორტსმენია, ჯამბულათმა ათასამდე „მოლოტოვის კოქტეილი“ დაამზადა. „მაშინ პირველად მეჭირა ხელში კალაშნიკოვი ავტომატი“, - იხსენებს kyivpost-ის ჟურნალისტთან მირო ვანიძე. „მირო გავიცანი საკათედრო ტაძარში გამართული პარაკლისის დროს, სადაც მე თვითონ მოვინათლე რამდენიმე ათეული წლის წინ. ჯაბა ჩემი ნამდვილი მეგობარია ამ დიდი ომის პირველივე დღეებიდან. შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე მას მშობლიურ ქალაქში, თბილისში შევხვდით. იქ დავმეგობრდით“, - წერს სტატიის ავტორი. „ეს ეკლესია, გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც ცნობილია თავისი კედლის მხატვრობით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების გლოვის ადგილად იქცა"- ნათქვამია სტატიაში. „უკრაინაში, დაახლოებით 1500 მებრძოლია სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ"- წერს სტატიის ავტორი ოლექსი ბობროვნიკოვი. შეგახსენებთ, ჯამბულათ ხოფერია 10 დეკემბერს, ლანჩხუთში, მშობლიურ სოფელ გვიმბალაურში დაკრძალეს.