თეგი: ჯანეტ იელენი
მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან - აშშ-ის ხაზინის მდივანი
აშშ-ის ხაზინის მდივანმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან. ჯანეტ იელენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან. „ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, - აღნიშნა იელენმა. მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“. ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ვიზიტის მიზანია, დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს კიევისადმი აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებას. იელენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს და ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ამერიკა დგას უკრაიის გვერდით, სანამ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ჯანეტ იელენი მიესალმა ზელენსკის ქმედებებს მმართველობის გასაძლიერებლად და კორუფციის გადასაჭრელად - მოქმედებები, რომლებიც საჭიროა აშშ-ის ეკონომიკური დახმარების პასუხისმგებლობით ხარჯვის უზრუნველსაყოფად. „შეერთებული შტატები ამ ომის პირველი დღეებიდან მტკიცედ უჭერდა მხარს არამხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსურ ფრონტზე”, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე. მისი შეფასებით, აუცილებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, რომ რუსეთს წაერთვას ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, რათა ის უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.
ჯანეტ იელენის თქმით, რუსეთის ეკონომიკა დროთა განმავლობაში დასუსტდება
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რუსეთის ეკონომიკა დროთა განმავლობაში დასუსტდება. ჯანეტ იელენის თქმით, „რუსეთის უნარი, კვლავ შეავსოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც განადგურდა უკრაინაზე თავდასხმების დროს, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა. „ჩვენ დავინახავთ მზარდ ზარალს რუსეთის ეკონომიკის ტრაექტორიაზე დროთა განმავლობაში,” - განუცხადა მან CNN-ს კიევში მისი მოულოდნელი ვიზიტის დროს. როგორც ცნობილია, აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელმა ცნობებმა აჩვენა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთის ეკონომიკისა და ომის მცდელობების მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. იელენმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი „მძიმე შედეგებს“ მოიტანს. „ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით, რომ არ მოვითმენთ რომელიმე ქვეყნის მხრიდან სისტემატურ დარღვევას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციებისა, რომლის მიზანიც რუსეთისთვის ომის საწარმოებლად საჭირო სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომის წართმევაა. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ჩინეთის მთავრობასთან, ასევე, ჩინურ ფირმებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს განვუცხადეთ, რომ ამ სანქციების დარღვევის შედეგები ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა.