თეგი: ჯუზეპე კავო
NATO-ს სამხედრო კომიტეტს იტალიის გენერალური შტაბის უფროსი უხელმძღვანელებს
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რობ ბაუერს იტალიელი ადმირალი, ჯუზეპე კავო დრაგონე შეცვლის. იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ კავო დრაგონე ახალ ამპლუას 2025 წლის იანვარში მოირგებს, როდესაც ადმირალ ბაუერი თავის ვადას დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც გენერალური მდივნის, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს და NATO-ს სხვა მაღალი რანგის ორგანოების მთავარი სამხედრო მრჩეველი, ალიანსის თავდაცვის ყველა მეთაურის კონსენსუსზე დაფუძნებულ შეხედულებებს გამოხატავს. „იტალიის სახელით, ჩემთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული დავალების მიღება, რომელსაც შევასრულებ ატლანტიკური ალიანსის წარმატებისა და მისი დამფუძნებელი ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის დადასტურების უპირობო ვალდებულებით. NATO შეძლებს თავისი სრული მხარდაჭერა შესთავაზოს უკრაინას და გადაჭრას საერთაშორისო მასშტაბის გამოწვევები,“ - განაცხადა დრაგონემ. გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადმირალ დრაგონეს, რომ იტალიის თავდაცვის შტაბის მეთაურად 2024 წლის ნოემბრამდე იმსახუროს.