თეგი: ჰარალდ V

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ კვირას ის სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსლოს სამეფო სასახლის ცნობით, მეფე პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (04:35 GMT) ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია. მეფე ჰარალდ V-ს მისი 53 წლის ვაჟი, ჰააკონი შეცვლის.